Monday, November 4, 2013

თანასწორთა განათლების ტრენინგები სიქაში

01.11.2013/ 02.11.2013/03.11.2013 –ის პერიოდში ქ. რუსთავში სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ოფისში გაიმართა 3 დღიანი ტრენინგი თანასწორთა განმანათლებლებისთვის.
ტრენინგის თემატიკა იყო: ეფექტური კომუნიკაცია, აივ/შიდსი და კონსულტირება, თანასწორთა განათლების მნიშვნელობა და თანასწორთა განმანათლებლების ფუნქციები.
ტრენინგი ჩატარდა ინტერაქტიულად, მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები  ტრენინგის მიმდინარეობაში. მათ მიიღეს საჭირო ინფორმაცია და როლური სავარჯიშოების დახმარებით გაივარჯიშეს ის უნარები, რომელიც მათ უნდა გამოიყენონ მუშაობის პროცესში.
ტრენინგს ესწრებოდა 10 თანასწორგანმანათლებელი.

No comments:

Post a Comment