Monday, November 25, 2013

რუსთავისა და ბოლნისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები საზოგადოებრივი ტელევიზიაში Etanews.ge-ს პრეზენტაციას დაესწრნენ

სიქა-ს ორგანიზებით 23 ნოემბერს რუსთავისა და ბოლნისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრები საზოგადოებრივი ტელევიზიაში Etanews.ge-ს პრეზენტაციას დაესწრნენ. Etanews.ge-ს ეს არის საინფორმაციო პორტალი, რომელზეც სიახლეების განთავსება დარეგისტრირების შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეხვედრაზე აღნიშნული პროექტის მენეჯერმა პავლე თვალიაშვილმა მონაწილეებს პროექტის ძირითადი დანიშნულება და მიზანი გააცნო. ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს თუ როგორ შეუძლიათ პროექტში ჩართვა.
სამოქალაქო კლუბების წევრები აქტიურად ჩაერთვნენ შეხვედრის მიმდინარეობაში, აუდიტორიას გააცნეს საკუთარი კლუბების ბლოგები და გამოთქვეს სურვილი აქტიურად ითანამშრომლონ Etanews.ge-ს რედაქციასთან და გახდნენ საიტის სტაჟიორები, შემდეგში კორესპოდენტები.
ახალგაზრდები საინფორმაციო პორტალის მეშვეობით საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას მათ რეგიონში მიმდინარე საინტერესო ამბებისა და არსებული პრობლემების შესახებ.
პროექტში მონაწილეობა ახალგაზრდებს დაეხმარებათ განივითარონ დაკვირვებისა და წერის, რეპორტინგის უნარი. შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს, გახდნენ კიდევ უფრო აქტიურები და მეტად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციას მონაწილეები კლუბის სხვა წევრებსაც გაუზიარებენ.

No comments:

Post a Comment