Monday, December 23, 2019

ტრენინგი "აქტიური მოქალაქეობა"


21 დეკემბერს სიქას ორგანიზებით პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგი "აქტიური მოქალაქეობა". ტრენინგს უძღვებოდა სამოქალაქო განათლების ექსპერტი ცირა თავშავაძე. ტრენინგზე განიხილეს რა არის აქტიური მოქალაქეობა, რა ბარიერები აქვს მას. მოსწავლეებმა გადაწყვეტილების მიღებაზე იმუშავეს როგორც ინდივიდულაურად, ისე ჯგუფებში, განიხილეს გადაწყვეტილებათა მიღების ფაქტორი და მისი შედეგები. ტრენინგი იყო ინტერაქტიული, ყოველი აქტივობის შემდეგ იყო რეფლექსია, სადაც მოსწავლეები აანალიზებდნენ, რა ფაქტორებმა იქონია გავლენა სავარჯიშოების მიმდინარეობაზე, აკეთებდნენდასკვნებს და შეიმუშავებდნენ რეკომენდაციებს.
ტრენინგში მონაწილეობდნენ წალკის #2, სოფელ სამების, განთიადისა და დარაქოვის საჯარო სკოლების მოსწავლები. ფოტოალბომი

საინფორმაციო ვიზიტი ბერლინში პროექტის "მეტი შეგვიძლია" ფარგლებში

16-20 დეკემბერს სიქას ორგანიზებით სამოქალაქო განათლების მულტიპლაერებმა საქართველოდან მონაწილეობა მიიღეს ბერლინში ორგანიზებულ სასწავლო-საინფორმაციო ვიზიტში. ვიზიტი პროექტის "მეტი შეგვიძლია" ფარგლებში განხორციელდა, რომლის მესამე ეტაპი საქართველოში სიქას კოორდინირებით 2019-2020 წლებში ხორციელდება. სამოქალაქო განათლების სპეციალისტები საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნიდან (უკრაინა და რუსეთი) ეწვივნენ ბერლინის ახალგაზრდულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლების აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდების მონაწილეობითი აქტივობების სფეროში, გაეცვნენ მათ მუშაობის მეთოდებსა და გამოცდილებას.

საახალწლო ზეიმი სიქაში

20 დეკემბერს სიქას გერმანელმა მოხალისეებმა ბავშვებისთვის საახალწლო ზეიმი მოაწყვეს. შეხვედრა დატვირთული იყო სახალისო თამაშებით, მათ შორის "საიდუმლო სანტა". ბავშვებმა მხიარულად გაატარეს დრო და ერთმანეთიც დაასაჩუქრეს.

Sunday, December 22, 2019

შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლებთან

28 ნოემბერს სიქას ორგანიზებით პროგრამა "მომავლის თაობა" ფარგლებში მარნეულის #1 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მოეწყო . პროგრამის სამიზნე აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეები შეხვდნენ სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლებს მარი გვიდიანს და მურად გუსეინოვს. მარნეულის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის (მარნეულის #1, აზიზკენდის, ალგეთის #2, ბაიდარის, კურტლარის, დიდი მუღანლოს, კირიხლოს, კასუმლოს ხულდარას და ყიზილაჯლოს #1) სამოქალაქო კლუბების წევრები და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები შეუერთდნენ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას. მოისმინეს სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაცია გენდერული ძალადობისა და ნაადრევი ქორწინებების სტატისტიკის, მათზე რეაგირებისა და პრევენციის შესახებ. განიხილეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი ძალადობის სხვადასხვა ფორმებთან მიმართებაში.
კონკრეტული შემთხვევების ანალიზის საფუძველზე ახალგაზრდებმა უკეთ გაიაზრეს ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგები. ახალგაზრდებს გაუჩნდათ სურვილი მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მოეწყოს მათ თემში, თემის უფროსი წევრებისათვის, რაც ხელს შეუწყობს გენდერული ძალადობისა და ნაადრევი ქორწინებების რაოდენობის შემცირებას.

Tuesday, November 26, 2019

შეხვედრა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელთან მარნეულში

25 ნოემბერს სიქას ორგანიზებით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, პროგრამა "მომავლის თაობა"-ს სამიზნე სკოლის მოსწავლეები სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენელს მარი გვიდიანს შეხვდნენ. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქვემო ქართლის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის ექვსი საჯარო სკოლის (მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. თამარისის, წერეთლის, საიმერლოსა და ხიხანის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლები): სამოქალაქო კლუბის წევრებმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მრავალი კითხვა დაუსვეს ოჯახში ძალადობის, ნადრევი ქორწინებისა და
სექსუალური ძალადობის შესახებ. მარი გვიდიანმა ახალგაზრდებს გააცნო ძალადობის ფორმების სახეობები და დეფინიცია, მათი პრევენციისა და რეაგირების ფორმები. მოსწავლეებს გაუზიარა სტატისტიკური მონაცემები ძალადობის ფაქტების შესახებ. მოსწავლეები სემინარის შემდეგ საკუთარ სკოლებში ჩაატარებენ სხვადასხვა აქტივობებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
შეხვედრა გაშუქდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე, მარნეულის რადიოს საიტზე ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე, მარნეულის რადიოს ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე

Friday, November 22, 2019

სამოქალაქო კლუბების წევრების შეხვედრა მარნეულის მერთან

20 ნოემბერს მარნეულში სიქას ორგანიზებით პროგრამა „მომავლის თაობის“ აქტიური სამოქალაქო კლუბების წევრები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს და ადმინისტრაციის წევრებს შეხვდნენ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის (მარნეულის #1, კასუმლოს, ალგეთის #2, აზიზქენდის, წერეთლის, თამარისის #1, ხიხანის და საიმერლოს )სამოქალაქო კლუბების წევრები შეხვდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს ბ-ნ ზაურ დარგალს, მერის მოადგილეს ახალგაზრდულ საკითხებში ადილ ალიევს და მარნეულის მუნიპალიტეტის მერიის განათლების,  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროს სპეციალისტს მარიამ ტყეშელაშვილს.
ახალგაზრდებმა ისაუბრეს თემისა და ახალგაზრდობის  აქტუალურ პრობლემებზე, მათ გადაჭრის გზებზე. მუნიციპალიტის მერმა და სამსახურების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს გააცნეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. ბ-ნმა ზაურ დარგალმა აღნიშნა, რომ ისინი აქტიურად ხვდებიან ადგილებზე თემის წარმომადგენლებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თემის უფროსი ასაკის წარმომადგენლების მიერ დანახული პრობლემები განსხვავდება ახალგაზრდებისათვის პრიორიტეტული საკითხებისაგან, ამიტომ საჭიროა ახლაგაზრდებთან პირისპირ შეხვედრა და საუბრები. ბ-ნმა ზაურმა ახალგაზრდებს გაუზიარა საკუთარი სამოქალაქო აქტიურობის გამოცდილება მოზარდობის ასაკიდან, აღნიშნა სამოქალაქო აქტიურობის მნიშვნელობა ახალგაზრდების თვითრეალიზაციის გზაზე. სამოქალაქო კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ახალგაზრდული პროექტების შესახებ, გაეცვნენ სხვადასხვა აქტივობებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზებისათვის სიქას ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა კავშირმა.
მედია გაშუქება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური საიტი:
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუკის გვერდი:
https://www.facebook.com/pg/marneuli.gov.ge/photos/?tab=album&album_id=2440980589498256

Tuesday, November 19, 2019

16 და 17 ნოემბერს სიქას ორგანიზებით ქ. რუსთავსა და ქ.ქუთაისში ჩატარდა ტრენინგი ახალგაზრდობის სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა. ტრენინგს დაესწრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 36 პედაგოგი, ტრენერები ცირა თავშავაძე და ნათია ნამიჭეიშვილი. ტრენინგები პროექტის "მეტი შეგვიძლია - ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში" ფარგლებში გაიმართა. ტრენინგების ციკლი სამეტაპიანია. 2020 წლის პირველ ნახევარში დაგეგმილია შემდეგი ტრენინგების ორგანიზება. პროექტი ხორციელდება გერმანული ორგანიზაციის DRA მხარდაჭერით, დამფინანსებელი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

Thursday, October 17, 2019

მეთოდური დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და მასწავლებლებისათვის "მეტი შეგვიძლია"

სიქას თანამშრომლობით შეიქმნა მეთოდური დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და მასწავლებლებისათვის "მეტი შეგვიძლია". სახელმძღვანელოს ავტორებმა , სამოქალაქო განათლების სპეციალისტებმა ოთხი ქვეყნიდან, შემოგვთავაზეს მეთოდიკების ნაკრები და შეიმუშავეს პრაქტიკული მეცადინეობები. მეცადინეობების მიზანია აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციების და პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება 18 წელზე უმცროს ბავშვებსა და ახალგაზრდებში. საქარველოდან სახელმძღვანელოზე მუშაობდა სიქას დამფუძნებელი, ტრენერი ცირა თავშავაძე.
https://drive.google.com/file/d/1QcH8LgSBWk7thVawROjbpD8-F9W_ZKY4/view?fbclid=IwAR0SIVg_OagrBlZGqJCuKFbDShuiDLntPsa_dOa5hgF3JDO5MTxvmSWFKho

Tuesday, September 24, 2019

სიქაში განახლდა "ხელნაკეთი ნივთების კლუბი"

სიქას "ხელნაკეთი ნივთების კლუბმა" განაახლა მუშაობა გერმანელი მოხალისეების რეასა და თაბეას თაოსნობით. პირველმა შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, ბავშვებმა ფერადი ქაღალდებისგან დაამზადეს წიგნის სანიშნეები.
კლუბი ყოველ სამშაბათს ბავშვებს შესთავაზებს ხალისიან გარემოში მრავალი საინტერესო და პრაქტიკული ნივთის დამზადებას.

ქართველი მოხალისეები რუმინეთში მოხალისეობრივ პროექტში ჩაერთნენ

სიქამ კიდევ ორ ახალგაზრდას ანა კუზანაშვილსა და ლუკა ცერცვაძეს მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ერთწლიან მოხალისეობრივ პროექტში "Volunteering for environmental education". მოხალისეები პროექტს 8 სექტემბერს შეუერთდნენ.

რუსთავში იწყება „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა“ /English Access Microscholarship Program

რუსთაველი მოზარდებისთვის ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით იწყებს „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Microscholarship Program). 
პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა, რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი, ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს და განავითარებენ ლიდერის თვისებებს.
პროგრამა განკუთვნილია 13-16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებიდან და ხორციელდება საქართველოს 25 ქალაქსა და დაბაში. 
ქ.რუსთავში შეირჩევა პროგრამის მონაწილე 25 მოსწავლე. შერჩეული 25 მოსწავლე გადანაწილდება 2 ჯგუფში წინასწარი ტესტირების საფუძველზე. პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინგლისურის სამი ორსაათიანი გაკვეთილი კვირის განმავლობაში. გაკვეთილი ჩატარდება არასასკოლო საათებში. 
პროგრამა ორწლიანია და მოიცავს სწავლების 4 სემესტრს. ორწლიანი პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ამერიკის ელჩის მიერ ხელმოწერილი სერთიფიკატები. 
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია, რომლის ელ.ვერსია დაგზავნილია ქ.რუსთავის საჯარო სკოლებში. აპლიკაციის მიღება ასევე შესაძლებელია სიქას ოფისში 12:00-18:00 სთ-ში შაბათ-კვირის გარდა. მისამართი: ქ.რუსთავი, მეგობრობის ქ. #12-56. შევსებული აპლიკაციისა და თანდართული დოკუმენტების (დოკუმენტების ჩამონათვალი მითითებულია აპლიკაციაში) მიღება დასრულდება ა/წ 5 ოქტომბერს.

კონკურსი ღიაა ნებისმიერი პიროვნებისათვის, ვინც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
  • ასაკი: 13-16 წლის
  • ინგლისური ენის ცოდნა: შერჩეული მოსწავლე უნდა ფლობდეს ინგლისურს საბაზისო დონეზე მაინც.
  • სოციო-ეკონომიკური სტატუსი: დაბალი ან ქვედა-საშუალო ფენიდან/ ეკონომიკურად შეჭირვებული და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახიდან
  • აკადემიური მოსწრება: შერჩეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების დონე სკოლაში უნდა შეესაბამებოდეს 7 ქულას მაინც (10 ქულიან სისტემაში)
  • ყოფაქცევა: შერჩეული მოსწავლის ყოფაქცევა სკოლაში შეფასებული უნდა იყოს, როგორც მისაღები/დამაკმაყოფილებელი მაინც

პროგრამა სიქას მომავალი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის

სიქას ადმინისტრაცია მოხარულია, რომ გაქვთ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი.
გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა თქვენთვის საინტერესო ასაკობრივ ჯგუფში.
რუსთავში შაბათობით, მეგობრობის 12-56-ში, მრავალპროფილიანი პროგრამა სიქა და EMT-სგან მომავალი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის
ასაკობრივ ჯგუფებში:
9-დან 11- წლამდე, შაბათს 10:00 - 12:30 სთ.
12-დან 14 წლამდე შაბათს 13:00-15:30
15-დან 17 -წლამდე, შაბათს, 16:00 - 18:30 სთ.
პროგრამის ხანგრძლივობა ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
კურსის ღირებულებაა: 49 ლარი თვეში.
საკონტაქტო ტელეფონი
599 556234 პავლე
557 008757 მარიამი
პროგრამა მოიცავს:
* დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, პასუხისმგებლობა;
* ფინანსებისა და დროის მართვა;
* თემატური საკითხების შესწავლა, გაანალიზება, დასკვნების გაკეთება და საზოგადოების წინაშე წარდგენა;
* კომუნიკაციისა და მასალების დამუშავებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამების მიზნობრივი გამოყენება;
* გარე აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
* რისკების და შესაძლებლობების ანალიზი;
* საზოგადოების წინაშე წარდგენის უნარების განვითარება;
* ბევრი ინტელექტუალური და გასართობი სამაგიდო ან სივრცითი თამაში. თამაშების დროს უნარების განვითარება.
ბმული რეგისტრაციისთვის
http://webanketa.com/forms/68vk6c1r70qp2cb270tp6d1s/

რობოტიკის სასწავლო კურსებზე მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

სიქას რობოტიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრში დაიწყო დაიწყო II-VI კლასის მოსწავლეთა რეგისტრაცია რობოტიკის სასწავლო კურსებზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მითითებულ ბმულზე.
https://forms.gle/gJreUBbuPx5pDgBF6

Friday, September 20, 2019

"ხელნაკეთი ნივთების კლუბი" მორიგ სეზონი სიქაში


თუ ხართ 6-დან 13 წლამდე ასაკის და გიყვართ დროის კრეატიულად გატარება, მაშინ შემოგვიერთდით სიქას ხელნაკეთი ნივთების კლუბში ყოველ სამშაბათს 12:00 საათზე. სიქას გერმანელი მოხალისეები რეა და თაბეა შეგასწავლიან სხვადასხვა დეკორაციების დამზადებას და თამაშებს. წინ ხალისიანი და საინტერესო შეხვედრები (ხანგრძლივობა 45 წუთი) გელოდებათ.
დასწრება თავისუფალია (უფასოა მონაწილეებისათვის). მისამართი: ქ.რუსთავი, მეგობრობის ქ. #12-56.
კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართება სამშაბათს, 24 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე.
რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ სიქას ფეისბუკის გვერდის მესინჯერში ან დაგვირეკეთ: 599433848, (0341)22 31 33

სიქა-ში გერმანული კლუბის ახალი სეზონი იწყება

სიქა აგრძელებს გერმანული ენიშემსწავლელ წრეს დამწყებთათვის, რომელიც დატვირთული იქნება სახალისო სავარჯიშოებითა და შემეცნებითი აქტივობებით. ბავშვები ნაყოფიერად გაატარებენ 45 წუთს, სალაპარაკო ენასთან ერთად გაეცნობიან გერმანულ კულტურას მოხალისეების თაბიას და რეას დახმარებით.
დასწრება თავისუფალია (უფასოა), დაფინანსებულია სიქას მიერ;
ასაკი: 7-14 წელი;
შეხვედრები გაიმართება ხუთშაბათობით,
I ჯგუფი, 12:00-12:45 სთ
II ჯგუფი, 16:00-16:45 სთ
მისამართი: ქ.რუსთავი, მეგობრობის ქ. #12-56
რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ სიქას ფეისბუკის გვერდის მესინჯერში ან დაგვირეკეთ: 599433848, (0341)22 31 33

Thursday, July 18, 2019

დღის ბანაკი გოგონებისთვის “GoGo Daycamp”

16 ივლისს სიქაში ჩატარდა ინგლისურენოვანი დღის ბანაკი გოგონებისთვის “GoGo Daycamp”. მონაწილეებმა ინტერაქტიული აქტივობებით განიხილეს ქალთა უფლებები, გენდერული როლები, ძლიერი ქალების მაგალითები მსოფლიოში. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა, მონაწილეებმა დრო საინტერესოდ და სახალისოდ გაატარეს. შეხვედრას უძღვებოდნენ გერმანელი მოხალისეები ემი და იელნა.

Monday, July 1, 2019

სიქა-ს "მომავალ ლიდერთა კლუბის" სეზონის დახურვა

 29 ივნისს სიქაში შედგა "ერთწლიანი მრავალპროფილიანი პროგრამა მომავალი ლიდერებისა და მენეჯერებისთვის" ბოლო შეხვედრა. პროგრამა დაიწყო 2018 წლის ოქტომბრიდან და მოიცავდა: 

* კონკრეტული ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვა-განხორციელება-შეფასებას; 
* პროექტების მართვის დროს მმართველობით პოზიციებზე ყოფნის გამოცდილების მიღება- გაანალიზებას; 
* დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება-პასუხისმგებლობას; 
* ფინანსებისა და დროის მართვას; 
* თემატური საკითხების შესწავლა-გაანალიზება-დასკვნების გაკეთებასა და საზოგადოების წინაშე წარდგენას; 
* კომუნიკაციისა და მასალების დამუშავებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული პროგრამების მიზნობრივი გამოყენებას; 
* გარე აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას; 
* რისკების და შესაძლებლობების ანალიზს; 
* თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან; 
* დებატებისა და საზოგადოების წინაშე წარდგენის უნარების განვითარებას; 
* ბევრი ინტელექტუალური და გასართობი სამაგიდო ან სივრცით თამაშს, თამაშების დროს უნარების განვითარებას.

სიქა-ში სამაგიდო თამაშები გაიმართა

27-28 ივნისს სიქაში გაიმართა სამაგიდო თამაშები. რუსთაველმა ბავშვებმა სიქას გერმანელ მოხალისეებთან ერთად ითამაშეს სხვადასხვა სამაგიდო თამაში და დრო მხიარულ და სასიამოვნო გარემოში გაატარეს. ფოტო

Tuesday, June 18, 2019

"ინლაბრუსი 2019"

"Rotaty Club International"-ისა და სიქას-ს ინიციატივით, 15-16 ივნისს რუსთავში ჩატარდა "ინლაბრუსი 2019", რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისა და ახალგაზრდების პროექტების იდეების გენერირება და განაცხადების მომზადება. 
"ინიციატივების ლაბორატორიაში" 2 დღის განმავლობაში მონაწილეობას იღებდნენ 15-25 წლის ახალგაზრდები, რომლებმაც ქალაქში არსებულ გამოწვევებსა და ოთ ძირითად მიმართულებაზე იმსჯელეს: სოციალური, კულტურული, ეკონომიური გარემო და ბუნება.
"ინლაბრუსი 2019" გაიმართა რუსთავის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლებელში. იხ. ფოტოალბომი    "ინფო რუსთავის" სიუჟეტი


Tuesday, June 11, 2019

პროგრამის "მომავლის თაობა" სემესტრული შემაჯამებელი ღონისძიება ქვემო ქართლის რეგიონში


6 ივნისს, სიქას ორგანიზებით, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო განათლების პროგრამისმომავლის თაობაფარგლებში, 2019 წლი პირველი ნახევრის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
პროგრამის დირექტორმა ქვემო ქართლში წარადგინა სამოქალაქო განათლების პროგრამისმომავლის თაობამიზნები და დაგეგმილი აქტივობები, ასევე მიმოიხილა პროგრამის გავლილი ეტაპები. პროგრამის მონაწილე სკოლების მოსწავლეებმა და სამოქალაქო კლუბების წევრებმა, ქვემო ქართლის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან დამსწრეთ გააცნეს გასული პერიოდის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები. დასასრულს მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფორუმ თეატრი ბავშვზე ძალადობის თემაზე. წარმატებულ სკოლებსა და კლუბის მეურვეს გადაეცათ სიგელები.
ღონისძიებას დაესწრო სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" დირექტორი მარინა უშვერიძე, რომელიც გაეცნო პროგრამის მიმდინარეობას რეგიონში. ფოტო

Tuesday, May 28, 2019

შეხვედრა სტუმართან თემაზე "ევროკავშირი და საქართველო"

22 მაისს სიქას ორგანიზებით სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე „ევროკავშირი და საქართველო“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ინფორმირება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ.
შეხვედრაზე მოწვეული სტუმარი იყო „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი თემურ სუყაშვილი. ბატონმა თემურმა მოსწავლეებს გააცნო ევროკავშირის ისტორია, ორგანიზაციის მიზანი, ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობასა და მიღწეულ წარმატებებზე, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის თაობაზე. მოსწავლეებმა სტუმრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებს ბატონმა თემურმა გადასცა სამახსოვრო პრიზები.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის „მომავლის თაობა“ სამიზნე სკოლების მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებიდან.
ამ ღონისძიებით ქვემო ქართლის სკოლები უერთდებიან ევროპის დღეებს, რომელიც საქართველოში წელს მეშვიდედ ტარდება. ფოტო

Tuesday, May 14, 2019

სიქა-მ European Solidarity Corps ხარისხის ნიშანი Quality Label მიიღო

სიქა-მ ევროპული მოხალისეობრივი პროგრამის European Solidarity Corps ხარისხის ნიშანი Quality Label მიიღო!! რაც ნიშნავს - კიდევ მრავალ ახალგაზრდას დავეხმარებით ევროპაში მოხალისეობის გამოცდილების მიღებაში. რუსთავის მოსახლეობას კი კვლავ ექნება შესაძლებლობა ევროპელ მოხალისეებთან ერთად გაიღრმავოს საკვანძო კომპეტენციები.

Wednesday, April 17, 2019

გერმანული სააღდგომო ტრადიციების გაცნობა

16 აპრილს სიქას ოფისში წინასააღდგომო განწყობა სუფევდა. სიქას გერმანელმა მოხალისეებმა ბავშვებს ასწავლეს გერმანული წესით სააღდგომო კვერცხის მომზადება-მოხატვა და ქაღალდისგან სააღდგომო ბაჭიის დამზადება.
 ფოტოები
23 აპრილს გერმანელმა მოხალისეებმა ემიმ და იელნამ ოფისის გარეთ გერმანული ტრადიციული სააღდგომო თამაში შესთავაზეს მონაწილეებს. ბავშვებს დავალება მიეცათ მოეძებნათ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დამალული სააღდგომო კვერცხები. პატარები ხალისით ეძებდნენ და პოულობდნენ სხვადასხვა ფერის კვერცხებს და მოხალისეებისგან იღებდნენ მომდევნო დავალებას. აქტივობის დასასრულს გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს გაუმასპინძლდნენ გერმანული ტკბილეულითა და კანფეტებით. ბავშვები ძალიან კმაყოფილი და მადლიერი დარჩნენ სიქას აქტივობით. ფოტოები
გერმანელი მოხალისეები მომავალშიც გეგმავენ საინტერესო და სახალისო ღონისძიებების შეთავაზებას რუსთაველი მოზარდებისთვის.

Friday, April 12, 2019

სიქაში სააღდგომო მზადება იწყება

სიქას გერმანელი მოხალისეები ემი და იელნა გიწვევთ გერმანულ სააღდგომო დღესასწაულზე. 
თუ ხარ 7-დან 13 წლამდე ასაკის და გსურს შეიქმნათ სააღდგომო განწყობა, შემოგვიერთდით სამშაბათს 16 და 23 აპრილს, 18:00 საათზე სიქას ოფისში.
16 აპრილს მოხალისეების დახმარებით გერმანული წესით შეღებავთ სააღდგომო კვერცხებს და გააკეთებთ სააღდგომო ბაჭიას, ხოლო 23 აპრილს მოძებნით დამალულ შეღებილ კვერცხებს და ითამაშებთ სააღდგომო თამაშებს.
გავხალისდეთ აღდგომის დღესასწაულისთვის! გვეწვიეთ სიქას ოფისში მისამართზე: ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი, #12-56. 
მსურველებმა სიქას FB გვერდზე კომენტარებში მონიშნეთ თქვენი თავი!

Tuesday, February 19, 2019

სიქა-ში გერმანული კარნავალისთვის მზადება იწყება


სიქა-ში გერმანული კარნავალის, იგივე “Karneval”, “Fasching”, “Fastnacht” დრო დადგა
21 და 28 თებერვალს გიწვევთ ყველას, ვისაც გსურთ გახდეთ გერმანული კარნავალის მონაწილეები. ეს ძველი ტრადიცია ზამთრის დასრულებისა და სააღდგომო მარხვის დაწყების შუა პერიოდს ემთხვევა, რათა ყველას შეეძლოს მოილხინოს და მიირთვას ის, რაც სურს. კარნავალზე დასასწრებად აუცილებელია იყოთ 6-დან 12 წლამდე ასაკის და გქონდეთ კოსტიუმი. (თქვენი საყვარელი გმირის, რომელიმე ცხოველის ან თუნდაც თქვენს მიერ შექმნილი ორიგინალური ტანსაცმელი). მსგავსის არ ქონის შემთხვევაში ჩვენი გერმანელი მოხალისეები დაგეხმარებიან თქვენით შექმნათ კოსტიუმი
21 თებერვალი - 17:00-18:00 სთ- კოსტუმების შექმნა (თუ გაქვთ ძველი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ ხმარობთ, შესაძლოა გამოგადგეთ კოსტიუმის შექმნისას);
28 თებერვალი - 16:30-18:00 სთ- კარნავალის აღნიშვნა გერმანული მუსიკით, ტკბილეულითა და რაც მთავარია, ბევრი თამაშით
ღონისძიებას ჩაატარებენ გერმანელი მოხალისეები ემი და იელნა. დამატებითი ინფორმაციისთვისა და კარნავალზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე- 557008757.
მისამართი: .რუსთავი, მეგობრობის . #12-56